18:11 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-13 14:18:23, 708 ნახვა

საზოგადოება
მინდია ჯანელიძე „თავისუფლების დამცველთა დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი  რიყის პარკში „თავისუფლების დამცველთა დღისადმი“  მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  ღონისძიება, რომელიც  საქართველოსა და ლიტვის სახელმწიფოებს, ორი ერის მეგობრობას მიეძღვნა, ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.

ამ დღესთან დაკავშირებით ლიტვიდან სპეციალურად 200 მეტრიანი ეროვნული დროშა  ჩამოიტანეს და  რიყის პარკში გაშალეს.

ღონისძიებაზე სამხედრო კომპონენტიც იყო წარმოდგენილი. საქართველოსა და ლიტვის ეროვნული ჰიმნები საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა შეასრულა.

რიყის პარკში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით  ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, იონას პასლაუსკასმა და  საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მიმართეს.  მათ ქართველი და ლიტველი ხალხის მეგობრობაზე ისაუბრეს და ყურადღება დროშის პატივისცემის ცერემონიალის საქართველოში ჩატარებაზე გაამახვილეს.

ცერემონიალზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, თბილისის მერი, დავით ნარმანია, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ცნობისთვის, 13 იანვარი ლიტველი ხალხისთვის, საქართველოს 9 აპრილის ანალოგია. 1991 წელს საბჭოთა კავშირის სამხედრო შენაერთებმა ვილნიუსში ლიტვის დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული დემონსტრაცია დაარბიეს. 12 იანვარს ღამით და 13 იანვარს საბჭოთა "ომონის" რაზმმა დაიკავა რადიო-ტელევიზიის კომიტეტის შენობა და ტელევიზიის ანძა ლიტვაში. ძალადობრივი ოპერაციის შედეგად, დაიღუპა 13 მშვიდობიანი  მოქალაქე, 1000-ზე მეტი კი დაშავდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics