11:30 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-12 13:39:42, 1170 ნახვა

კომენტარი
ივანიშვილი: სააკაშვილმა პარლამენტი ქუთაისში მიტინგების გამო გადაიტანა, თურმე მიტინგების ეშინოდა მაგ უბედურს

თუ გინდათ, რომ ეფექტური ხელისუფლება გყავდეთ, მათ მეტი დრო უნდა ჰქონდეთ, რომ თავიანთი საქმე აკეთონ და 6 საათი გზაში გამოკიდებულები არ იყვნენ, - ასე უპასუხა ყოფილა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვას - უნდა იყოს თუ არა პარლამენტი ქუთაისში განთავსებული.

მისივე თქმით, დეპუტატებს უამრავი დრო და ფული ეხარჯებათ იმაზე, რომ ქუთაისის პარლამენტში ჩავიდნენ.

"ეს ქმნის ძალიან ბევრ პრობლემას. უამრავი ტრანსპორტი იმტვრევა, უამრავი საწვავი იწვის. ყველაფერი ღირს ფული და ეს მიდის ბიუჯეტიდან. ეს ქუთაისს ბევრს არაფერს მოაკლებს. ქუთაისი უნდა გახდეს ინდუსტრიული ქალაქი. ამის ყველანაირი პერსპექტივა არსებობს და ეს აუცილებლად მოხდება. როდესაც სააკაშვილს პრემიერობის დროს ვკითხე, თუ რატომ გადაიტანა მან პარლამენტი თბილისიდან  ქუთაისში, მითხრა მიტინგებს ვეღარ გამართავენო. თურმე მიტინგების ეშინოდა მაგ უბედურს. ეს გადმოტანის ძირითადი მიზეზი იყო", - აღნიშნა ივანიშვილმა.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics