11:14 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-22 13:59:31, 828 ნახვა

რეგიონი
ასპინძის მუნიციპალიტეტში ორი ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით,  ასპინძის მუნიციპალიტეტში ორი  ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია დაასრულა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შესრულებული სამუშაოები   მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა.

„ბაღების რეაბილიტაცია   საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით განხორციელდა. სასწავლო პროცესის შეფერხების თავიდან ასაცილებლად სამუშაოები 2 ეტაპად შესრულდა.  პროექტის ფარგლებში  დემონტაჟი ჩაუტარდა ორივე ბაღის  ამორტიზებულ კედლებს და ტიხრების. კედლები  ბლოკით აშენდა  და თაბაშირ-მუყაოს მასალით მოპირკეთდა.   დამონტაჟდა ახალი  კარ-ფანჯარა, დაიგო იატაკი. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო სველი წერტილები, სამზარეულო და სასადილო ოთახი.  ბაღები აღიჭურვა გათბობისა  და  და სავენტილაციო სისტემებით,   გამოიცვალა კანალიზაციისა და წყალგაყვანილობის  სისტემები. გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, ფონდმა ეზოების კეთილმოწყობისა და შენობების მოპირკეთების სამუშაოებიც განახორციელა.  ბაღების რეაბილიტაციისთვის მსოფლიო ბანკმა  900101.60 ლარი გამოყო. სამშენებლო სამუშაოებზე 70 ადამიანზე მეტი იყო დასაქმებული.

შედეგად ორივე ბაგა-ბაღი, ნაცვლად 250 ბავშვისა, 400 აღსაზრდელის  მომსახურეობას შეძლებს“, - აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics