20:52 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-25 00:08:44, 814 ნახვა

სხვადასხვა
აღმაშენებლის გამზირზე მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

პროექტ „ახალი ტფილისის“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში,  დავით აღმაშენებლის გამზირზე, მარჯანიშვილის მოედნიდან -ზაარბრიუკენის მოედნამდე,მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაოები იწყება.

აღნიშნულ მონაკვეთში, ქუჩაზე მთლიანად  შეიცვლება ცენტრალური სასმელი წლის მილები,  სადრენაჟე, სანიაღვრე და წყალარინების (კანალიზაციის) ქსელები.  გამზირზე დამონტაჟდება ელექტროობისა და გაზმომარაგების ახალი სისტემები, ასევე განახლდება ინტერნეტ და სატელეფონო კაბელები.

დაგეგმილი საკომუნიკაციო სამუშაოების გამო, 28 მარტიდან პროექტ „ახალი ტფილისის“ I ეტაპის დასრულებამდე, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მარჯანიშვილის მოედნიდან - ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთში.

საავტომობილო გზის დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით,თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები თბილისისსაპატრულო პოლიციასთან  ერთად მუშაობენ ალტერნატიული სატრანსპორტო სქემის ჩამოყალიბებაზე, რათა აღნიშნული სამუშაოების გამო არ მოხდეს შეფერხება გზებზე და მოიძებნოს მოსახლეობისთვის მაქსიმალურად მოსახერხებელი ალტერნატიული სქემა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics