20:50 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-24 11:49:36, 1195 ნახვა

რეგიონი
აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია ინდოეთში მიმდინარეობს

წელს, პირველად აჭარის ტურისტული შესაძლებლობებს ინდოეთის ტურისტულ გამოფენაზე Satte 2024 ეცნობიან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, რეგიონის და ზოგადად, საქართველოს, როგორც მრავალფეროვანი და ინდოეთისთვის ახალი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად ანხორციელებს. გამოფენის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები მიმდინარეობს ინდოეთის ტურიზმის სამინისტროს, მსხვილი ტურისტული ასოციაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან. ინდოეთის ტურიზმის სამინისტროს

"დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და ინდოეთის ტურიზმის გაერთიანებულ მდივანთან შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ინდოეთისთვის საქართველო ახალი ტურისტული მიმართულებაა. გასულ წელს, პირველად ამოქმედდა პირდაპირი რეისები ნიუ დელი-თბილისის მიმართულებით. ინტერესი საქართველოს ტურისტული მიმართულების მიმართ მაღალია. გამოფენაზე 50 ქვეყნის 1 500-ზე მეტი ტურისტული კომპანია, სახელმწიფო ორგანიზაცია და ტურისტული ბიზნესია წარმოდგენილი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics