09:18 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-26 14:13:52, 2182 ნახვა

სპორტი
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ქართული კალათბურთისთვის ისტორიულ მატჩში ილიას ზუროსის გუნდმა კაბო ვერდეს ანგარიშით - 60:85 სძლია.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია აღმოჩნდა, რომელმაც 16 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ორმაგი დუბლი შეასრულა გოგა ბითაძემ - მას 15 ქულა, 11 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა. ასევე ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა სანდრო მამუკელაშვილს, რომელსაც 10 ქულა, 8 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები იაპონიის კუნძულ ოკინავაზე 28 აგვისტოს, სლოვენიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics