11:03 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-29 11:02:24, 1670 ნახვა

სამხედრო
ბურჭულაძე - ჩვენს ჯარისკაცებს, თამამად შეიძლება ითქვას, უკეთესი პირობები აქვთ, ვიდრე უმეტეს ევროპის ქვეყნებს

“ჩვენს ჯარისკაცებს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ აქვთ ალბათ უკეთესი პირობები, ვიდრე უმეტეს ევროპის ქვეყნების ჯარს” - ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „პოსტვ“- ის ჟურნალისტის შეკითხვას იმის, თუ რა სჭირდება ყველაზე მეტად  ქართულ ჯარს.

ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ქართულ ჯარში არ დარჩენილა არცერთი მიმართულება, სადაც ძირეული და ხარისხიანი რეფორმები არ განხორციელდა.

„მარტივად რომ გითხრათ, ეს არის კომპლექსური ღონისძიება, რაც მოიცავს სოციალურ პირობებს, ასევე შეიარაღებასა და კომფორტის შექმნას, რაც ჩვენ მოვახერხეთ ფაქტიურად. ჩვენს ჯარისკაცებს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ აქვთ ალბათ უკეთესი პირობები, ვიდრე უმეტეს ევროპის ქვეყნების ჯარს - დაწყებული უნიფორმით, მათი კვებით, მათი საცხოვრებელი პირობებით და ა.შ. სხვა კომპონენტი ძირითადი, რაც ჯამში შეადგენს ჯარისკაცზე ზრუნვას, მეტი არ არსებობს. ჩვენ ფაქტიურად არ დავტოვეთ არცერთი მიმართულება, სადაც არ მივიღეთ უმაღლესი ხარისხი“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. 

თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალებში შექმნილი პირობების მიუხედავად ყურადღება გაამახვილა ჯარის პოპულარიზაციის თემაზე.

მისი თქმით, ეს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი მიზანია და უახლოეს მომავალში შემუშავდება თავდაცვის კოდექსი, რომლის მთავარი სულისკვეთება ჯარის პოპულარიზაცია იქნება.

„გარდა შექმნილი პირობებისა, აუცილებელია პოპულარიზაცია. ჩვენ ამ მიმართულებითაც ძალიან ბევრ ნაბიჯს ვდგამთ. ესეც შეიძლება კრიტიკის საბაბი გახდეს და არის კიდეც. ამის წინააღმდეგ არის ზუსტად მიმართული ის კამპანიები დისკრედიტაციის, რაც იწარმოება ქართული ჯარის წინააღმდეგ. თუმცა, პოპულარიზაციის მიზანი ჩვენ ძალიან მკაფიოდ გვაქვს დასახული და მე დარწმუნებული ვარ, რომ მივაღწევთ ამ მიზანს. ჩვენ უახლოეს მომავალში მივიღებთ თავდაცვის კოდექსს, რომელიც იქნება შემუშავებული, დამტკიცებული და ეს იქნება სახელმძღვანელო, ალბათ უახლოეს მომავალში, ჩვენი თავდაცვის ძალების. კოდექსის მთავარი სულისკვეთება არის ჯარის პოპულარიზაცია“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics