09:18 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-01 19:59:17, 962 ნახვა

ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია.

როგორც მან აღნიშნა, გუშინდელი პაციენტი, რომლის მდგომარეობაც დამძიმდა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იქნა გადაყვანილი, დღის განმავლობაში დასტაბილურდა.

„რაც შეეხება სხვა პაციენტებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია. დილის შემდეგ 2 მძიმე კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა არ შეცვლილა და მათი მდგომარეობა ჯერჯერობით არასტაბილურია. აქედან გამომდინარე, მათი მდგომარეობის პროგნოზირება შეუძლებელია. დანარჩენი სამი პაციენტის მდგომარეობა დასტაბილიზირებულია. გუშინდელი პაციენტი, რომელიც დამძიმდა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადავიყვანეთ, მისი მდგომარეობა დღის განმავლობაში დასტაბილურდა. იმედია, რომ ხვალ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება. ჩვენ გვყავს 33 პაციენტი და ახლა დაგვემატება ეს 2 ახალი პაციენტი. დანარცენების მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სხვადასხვა სიმძიმისაა. უმეტესობა არის მსუბუქი მიმდინარეობიდან, რამდენიმე არის არამძიმე, საშუალო სიმძიმის მიმდინარე პნევმონიით“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics