16:13 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-15 19:49:02, 1807 ნახვა

პოლიტიკა
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა

ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ 2024-2025 წლებში მიღებული კანონების გამო საქართველოში პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა. ამის შესახებ მან პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლის დროს განაცხადა.

ოპოზიციური პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დასმული კითხვის პასუხად მან თქვა, რომ „რაც შეეხება 2024-2025 წლებში მიღებულ კანონებს და რეგულაციებს, რომლებიც მიზნად ისახავდა უცხოური ჩარევების პრევენციას პოლიტიკაში და უცხოური გავლენის გამჭვირვალობას, არცერთი პროექტი არ შეუჩერებია ან გაუუქმებია...“

ამის დასტურად მან მოიყვანა სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვითაც 2025 წლის 16 აპრილიდან 2026 წლის 8 აპრილის ჩათვლით მთავრობამ განიხილა 165 საგრანტო წინადადება, საიდანაც 95% შემთხვევაში დადებითი პასუხი გასცა. რაც ნიშნავს, რომ დაახლოებით 8 შემთხვევაში გრანტის გაცემაზე უარი თქვეს.

„აქედან შეგიძლიათ იმსჯელოთ, თუ როგორია საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ არცერთ პროექტზე, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არ იყო, არ თქმულა უარი“, - თქვა მაკა ბოჭორიშვილმა, „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics