16:51 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-27 17:57:57, 735 ნახვა

სამხედრო
ამერიკელი სამხედრო „გენერალი კვინიტაძის“ მედლით დაჯილდოვდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) უფროსის მოადგილე მაიორი ვინსენტ მუკერი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მან ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს დროშაც გადასცა, რომელიც ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლების - „ღირსეული პარტნიორის“ ფარგლებში ვაზიანის IV მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე ფრიალებდა.

გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ მაიორ ვინსენტ მუკერს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

დაჯილდოების ცერემონიალს გენერალური შტაბისა და ODC-ის წარმომადგენლები დაესწრნენ. მაიორმა ვინსენტ მუკერმა საქართველოში თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის უფროსის მოადგილის პოზიციაზე მუშაობა დაასრულა. ის საქართველოში 2013 წლის აგვისტოდან მოღვაწეობდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics