2019-10-10 18:09:38, 10142 ნახვა
სხვადასხვა
BBC წყალტუბოს, როგორც საბჭოთა რივიერას შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს
როგორ დავისვენოთ საბჭოთა ელიტის მსგავსად? გავლენიანი ბრიტანული გამოცემა BBC ვრცელ მასალას აქვეყნებს საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კურორტ წყალტუბოზე.
საბჭოთა კავშირის დაშლამდე, წყალტუბო იყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტი იყო საბჭოთა ელიტას შორის. აქ ჩამოდიოდნენ არა მარტო აბანოების და მათი სამკურნალო წყლების გამო, არამედ თავად უმშვენიერესი ბუნების მოსანახულებლად - წერს ბრიტანული გამოცემა.
BBC -ს სტატიაში ნათქვამია, რომ როდესაც 1991 წელს საბჭოთა კავშირი დაიშალა, დამსვენებლებმა წყალბუტოს მონახულება შეწყვიტეს, სანატორიუმები დაიხურა და შთამბეჭდავი შენობები ნელ-ნელა დაინგრა. თუმცა ქალაქი გადარჩა იმ ვიზიტორთა წყალობით, რომლებიც დანგრეული შენობების მოსანახულებლად დღესაც ჩადიან.
მოამზადა ლიკა ბესელიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,