11:49 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-21 13:13:14, 940 ნახვა

სამართალი
იური ვაზაგაშვილის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან გამოასვენეს

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში იური ვაზაგაშვილის ცხედრის ექსპერტიზა დასრულდა. გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შენობიდან ზურაბ ვაზაგაშვილის სახელობის დარბაზში გადაასვენეს. ადგილზე შეკრებილები იყვნენ ოჯახის ახლობლები, თუმცა მათ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს.
შეგახსენებთ, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში  გუშინ იური ვაზაგაშვილი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის, საფლავზე გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ის ააფეთქეს. ყარაფილას სასაფლაოზე, სამართალდამცავები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ადგილზე ამ დროისთვისაც მობილიზებული არიან ექსპერტ კრიმინალისტები და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics