|
2018-06-03 12:54:35, 2619 ნახვა
სპორტი
რესპუბლიკური პარტია: კატეგორიულად მიუღებელია, საპროტესტო აქციების ხელოვნურად გადაყვანა ფსევდორევოლუციურ სცენარში
რესპუბლიკური პარტია, ბოლო დრეებში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე განვიტარებულ მოვლენემს გამოეხმაურა. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პარტიას კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნია აქციების ხელოვნურად გადაყვანა ფსევდორევოლუციურ სცენარში. „რესპუბლიკელები პირველი დღიდან მხარს ვუჭერდით და დავუჭერთ მოზარდების მკვლელობის საქმის საფუძვლიან გამოძიებას და დამნაშავეებისა და მათი მფარველების დაუყონებლივ დასჯას. ჩვენ ყოველთვის ვიდგებით იმ ადამიანის გვერდით, რომელსაც ჩაგრავს სახელმწიფო. გუშინ ღამით განვითარებულმა მოვლენებმა ბიძგი მისცა ამ სამართლიანი პროტესტის ხელოვნურად გადაყვანას ორმხრივ, რეალურად ორპარტიულ დაპირისპირებაში. ეს ის სცენარია, ყველაზე მეტად რომ აწყობს ქართულ ოცნებას, და ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ნაციონალური მოძრაობისგან, მიხეილ სააკაშვილისგან, მტრის ხატის შექმნით აქამდე არაერთხელ გასულა ფონს. გუშინდელი მოვლენების ორგანიზატორი კი სწორედ ნაციონალური მოძრაობაა, რომელიც არსებულ ვითარებას არაადეკვატურად აფასებს და ვერ აცნობიერებს, რომ მოძალადე სისტემის წინააღმდეგ ბრძოლის მიზანი არ არის ამჟამინდელი ხელისუფლების წინა ხელისუფლებით ჩანაცვლება. აქედან გამომდინარე, შემოთავაზებული სცენარი და ფსევდოერთიანობისკენ მოწოდება ხელს კი არ შეუწყობს, არამედ პირიქით, შეუშლის საზოგადოების კონსოლიდაციას და ამით საბოლოო ჯამში ისარგებლებს მხოლოდ ხელისუფლება. რესპუბლიკურ პარტიას ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნია საზოგადოებასთან ერთად პოლიტიკური პარტიების აქტიურობა მიმდინარე პროცესებში, საზოგადოების კონსოლიდაცია და კონკრეტული შედეგების მიღწევა, მაგრამ ეს უნდა მოხდეს საზოგადოებაში არსებული რეალური მოთხოვნების გათვალისწინებით“,- ნათქვამია რესპუბლიკური პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)