12:04 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-08 14:11:27, 8076 ნახვა

Lifestyle
Game of Thrones-ის ავტორის, ჯორჯ მარტინის კიდევ ნაწარმოებზე სერიალს გადაიღებენ

"ყინულისა და ცეცხლის სიმღერის" (Game of Thrones) ავტორის ჯორჯ მარტინის კიდევ ერთ ნაწარმოებზე სერიალს გადაიღებენ, - ამის შესახებ Syfy იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ნოველა სახელწოდებით "ღამის მფრინავები" (Nightflyers), Game of Thrones-ის საგამდე 16 წლით ადრე, 1980 წელს შეიქმნა. სწორედ აღნიშნული წიგნის მიხედვით გადაიღებენ ახალ სერიალს.

მედიის ცნობით, სერიალში 10 ეპიზოდი იქნება. სერიალის პირველი სერიის რეჟისორი, მაიკ კეჰილი იქნება, რომელიც  "I Origins" და "The Magicians"-ზე მუშაობდა.

 წიგნის ადაპტაციაზე ჯეფ ბულერი იმუშავებს. გამოცემა წერს, რომ თავად მარტინი პროექტში არ ჩაერთვება, რადგან ტელეკომპანია HBO-სთან დადებული აქვს კონტრაქტი "სამეფო კარის თამაშებზე", რის მიხედვითაც მწერალმა თავისი საგა უნდა დაასრულოს.

ოფიციალური პრესრელიზის თანახმად: მოვლენები დედამიწის განადგურების შემდეგ მომავალში ვითარდება. სიუჟეტის ცენტრში მეცნიერების 8-კაციანი გუნდი და ტელეპატი არიან. ისინი უცხოპლანეტელებთან კავშირის დამყარებას ცდილობენ. ექსპედიციის დროს, რომელსაც ისინი ხომალდით (Nightflyer) ახორციელებენ, გუნდის წევრებს შორის სიტუაცია იძაბება და სიცოცხლისთვის ბრძოლა უფრო რთული ხდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics