10:59 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-23 11:27:33, 591 ნახვა

საზოგადოება
მიგრანტების სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაციები დასახელდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში „საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის საგრანტო კონკურსში(N002-2015)  გამარჯვებული 2 არასამთავრობო ორგანიზაცია გამოვლინდა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვითა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ ორგანიზაციებზე 2 გრანტი გადანაწილდა, რომელთა  საერთო ღირებულებაც 50 000 ლარს შეადგენს.

„საგრანტო პროგრამა გულისხმობს სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთათვის იურიდიული დახმარების გაწევისა და საზოგადოებრივი ინფორმირებულობის პროგრამების დაფინანსებას.

პროგრამის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი განაცხადები,  სპეციალური კრიტერიუმების შესაბამისად,  საგრანტო კომისიამ განიხილა, რომლის შემადგენლობაშიც სამინისტროს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.

კონკურსში გამარჯვებული ორგანიზაციებია:იურიდიული დახმარების დაფინანსება - ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატები“საზოგადოებრივი ინფორმირებულობის პროგრამების დაფინანსება - ა(ა)იპ „ვიპიარ ჯგუფი“

„საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების სარეინტეგრაციო დახმარების“  პროგრამის ფარგლებში, 340 000 ლარის ოდენობის 12 გრანტი 9 არასამთავრობო ორგანიზაციაზე უკვე განაწილდა“,-აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics