10:41 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-15 16:04:39, 559 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი: ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე ამგვარი მასკარადების დადგმა ყოვლად ანტისახელმწიფოებრივია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "რუსთავი 2"-ის  გუშინდელ გადაცემა "არჩევანს" გამოეხმაურა,  რომლის მთავარი თემა   პანკისიდან სირიაში წასული ახალგაზრდები იყო.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით,  ეს საკითხი არა მხოლოდ საქართველოს პრობლემაა, არამედ მსოფლიოს აწუხებს. 

პრემიერის განცხადებით, ამგვარი   "უპასუხისმგებლო შოუებისა და მასკარადების  დადგმა ანტისახელმწიფოებრივია".

" გუშინ ვუყურე "რუსთავი2"-ზე რაღაც შოუს. ყველას მოგიწოდებთ, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე ამგვარი მასკარადების დადგმა და ასეთი უპასუხისმგებლო შოუების დადგმა არის ყოვლად ანტისახელმწიფოებრივი. მინდა ყველამ გაითვალისწინოს, ვინც ამას გეგმავს.ეს არის საკითხები, რომელიც მთელ მსოფლიოს აწუხებს დღეს და ამის ერთი ხელის გადაჭრით, ერთი ხელის მოსმით მოგვარება, არის დიდი შეცდომა და თქვენ ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცედომაში",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა აშშ დაადანაშაულა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში და უარი თქვა მოლაპარაკებების ახალ რაუნდზე
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics