19:29 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-02 10:41:15, 904 ნახვა

სამხედრო
თბილისში სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს

თბილისში სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა რიგით მეორე შეხვედრა რეგიონული უსაფრთხოების საკითხების მიმოხილვით დაიწყეს.

უწყების ცნობით, აღინიშნა, რომ სამმხრივი თანამშრომლობა რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებისაკენ იქნება მიმართული.

მინისტერიალის ფარგლებში, მინდია ჯანელიძემ, იშმეთ ილმაზმა და  გენერალ-პოლკოვნიკმა ზაკირ ჰასანოვმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება განათლების სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხს დაეთმო. მინდია ჯანელიძემ კოლეგებს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ქართველი, თურქი და აზერბაიჯანელი სამხედროებით დაკომპლექტებული ზაფხულის სამთო მომზადების კურსის ჩატარებაც შესთავაზა.

მეზობელი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები, შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics