09:43 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-26 14:17:44, 1640 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ჯანელიძე: არანაირი წინაპირობა არ არსებობს, რომ რუსეთმა სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღოს

საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, არანაირი წინაპირობა არ არსებობს, რომ რუსეთმა ვიზების გაუქმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს.

როგორც მინისტრმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ერთობლივ  სხდომაზე განაცხადა, თუ რუსეთის ფედერაცია სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს მისასალმებელი იქნება.

"მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ცალხმრივად ვიზები გაუქმებელი გვაქვს და არანაირი სავიზო შეზღუდვა ჩვენი მხრიდან არ არსებობს. არანაირი წინაპირობა არ არსებობს, იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციამ ეს გადაწყვეტილება მიიღოს. მათ შეუძლიათ თავისუფლად, ცალმხრივად ეს გადაწყვეტილება მიიღონ. თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რა თქმა უნდა მივესალმებით, თუმცა საქართველოს მხრიდან არანაირ ძალისხმევას არ საჭიროებს“, - აღნიშნა ჯანელიძემ.

ამასთან, საგარეო მინისტრი „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატ ადა მარშანიას გამოეხმაურა, რომელც ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხით დაინტერესდა.

"აბსოლუტურად ვეთანხმები ქალბატონ ადა მარშანიას, რომ ჩვენი მოსახლეობა არ ელოდება გადაადგილებას ევროპაში, არამედ ელოდება გადაადგილებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ზუსტად ჩვენი გადაადგილება ევროკავშირში ეს არის წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ გადავაადგილდებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სახელმწიფო, რომელიც იქნება ევროპული, თავისი ყველა სტანდარტით, იქნება ნაწილი ერთიანი ევროპის, ის გახსნის იმ შესაძლებლობებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომელიც დღეს სამწუხაროდ დახურულია ოკუპანტის მიერ“, - განაცხადა ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ  საქართველოსთვის რუსეთთან უვიზო მიმოსვლა შესაძლოა აღდგეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics