10:40 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-20 17:08:26, 662 ნახვა

საზოგადოება
400-მდე დევნილს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა

სამინისტროსთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კლინიკა „გორმედის“ ექიმებმა ხურვალეთისა და შავშვების  ჩასახლებებში 400-მდე დევნილს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს. 

ამის შესახბ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი ხურვალეთსა და შავშვებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ და გამოკლვევების პროცესი ადგილზე მოინახულეს.  
 უწყების ინფორმაციით, დევნილებს  მოემსახურნენ:  ტრამვატოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, პედიატრი  და გინეკოლოგი. მაღალტექნოლოგიური კვლევების საჭიროებისას  „გორმედ“-მა  უზრუნველყო პაციენტების ტრანსპორტირება კლინიკაში და დიაგნოსტიკა. 

ფარმაცევტულმა კომპანიებმა დევნილებს ექიმების მიერ დანიშნული მედიკამენტები უსასყიდლოდ გადასცეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი აბასთუმანის ცის დახურვაზე - დიქტატურა საქართველოში რუსულ მოდელსაც კი აჭარბებს
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა აშშ-სთვის გამდიდრებული ურანის გადაცემას
ევროპას დაახლოებით ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი აქვს დარჩენილი
ლონდონის „არსენალისა“ და ავსტრიის ნაკრების ყოფილი მეკარე ალექს მენინგერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics