21:21 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-11 16:57:24, 844 ნახვა

სამხედრო
გერმანიის საკონსულოზე მომხდარი თავდასხმის მოგერიების დროს არც ერთი ქართველი სამხედრო არ დაშავებულა

ავღანეთის ქალაქ მაზარ-ი-შარიფში გერმანიის საკონსულოზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის მოგერიების დროს არც ერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე არ დაშავებულა.

გარდა ამისა, მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ჩართულმა ქართველმა სამხედროებმა საელჩოდან თანამშრომლების უსაფრთხოდ გამოყვანა  წარმატებით განახორციელეს. თავდასხმის მოგერიება და საკონსულოს ყველა თანამშრომლის უვნებლად გადარჩენა ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისა და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მოქმედებების შედეგად გახდა.

ავღანეთის ქალაქ მაზარ-ი-შარიფში გერმანიის გენერალურ საკონსულოზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის მოგერიებაში ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მონაწილე ქართველმა სამხედროებმა მიიღეს მონაწილეობა. თავდასხმა ქართველმა სამხედროებმა წარმატებით მოიგერიეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმის მოგერიების პროცესში არცერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე არ დაშავებულა.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ავღანეთში მებრძოლ ქართველ სამხედროებს გერმანიის საკონსულოზე თავდასხმის მოგერიებისთვის მადლობა გადაუხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics