12:17 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-05 09:16:21, 455 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი გედენიძეს აქციის ორგანიზატორები ბოდიშს უხდიან

ყოფილი ექს-პრემიერის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გამართული აქციის  ორგანიზატორები  ნაცემ ფოტოჟურნალისტს ირაკლი გედენიძეს ბოდიშს უხდიან და დამნაშავის დასჯის პირობას დებენ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გოჩა ჯოჯუას განცხადებით, გედენიძის ცემის გამო დამნაშავემ ამით შეურაცხყოფა აქციის ორგანიზატორებსაც  მიაყენა და ამის გამო ბოდიშს უხდიან გედენიძეს.

შეგახსენებთ, რომ სააგენტო "ინტრეპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტ ირაკლი გედენიძეს აქციაზე მყოფი რადიკალი ნაციონალისტების ჯგუფი დაესხა თავს.

როგორც "ექსპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, რამდენიმე ულტრა-ნაციონალისტი პოლიტიკური პარტია "რეფორმატორების" რიგებში ირიცხება .

ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტის, ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს. გედენიძე, რომელსაც აქციის "შემოულაწუნე" მონაწილეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა დაუმტვრიეს, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics