12:17 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-21 00:36:32, 459 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ალასანია: გიორგი კვირიკაშვილს მოვუწოდებ პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღოს

„ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს მოვუწოდებ, თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა და მოითხოვოს უფლებები“, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ქვეყანაში განვითარებულ ეკონომიკურ მოვლენებთან დაკავშირებით გადაცემა „რეაქციაში“ საუბრისას განაცხადა.

როგორც ალასანიამ განმარტა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა საკუთარ გადაწყვეტილებებში დამოუკიდებლობა უნდა მოითხოვოს.

„როდესაც გადაწყვეტილებებს ველოდებოდი პრემიერ-მინისტრისგან და ეს გადაწყვეტილებები პრაქტიკულად არ მოდიოდა უკან უწყებაში, გადაწყვეტილების მიღების პასუხიმგებლობას დამოუკიდებლად ვიღებდი. ათამდე წერილი მაქვს მიწერილი და ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე და გადაწყვეტილება უკან ვერ მივიღე. რა თქმა უნდა ხდებოდა შეთანხმებები იმ კომპეტენტურ ორგანოებთან და აუცილებელი იყო გადაწყვეტილებებში მონაწილეობა მიეღო, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების ტვირთს ჩემს თავზე ვიღებდი. ასევე იყო ალექსი პეტრიაშვილი, მაია ფანჯიკიძე და აქედან გამომდინარე, სწორედ ამას მოვუწოდებ ვიცე-პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს. აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა და მოითხოვოს უფლებები“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics