2016-04-16 11:41:50, 1227 ნახვა
მსოფლიო
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად, სავარაუდოდ, ათობით ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი
იაპონიაში მორიგი 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გვიან ღამით მოხდა. ათობით ადამიანი შესაძლოა ნანგრევებში იყოს მოყოლილი, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
დაზარალებული ადამიანების სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. მედიის ინფორმაციით, ოპერაციაში 20 000 სამხედროა ჩართული.
იაპონიაში მიწისძვრა ხუთშაბათსაც მოხდა. ორივე მიწისძვრის შედეგად დაღუპულია სულ მცირე 30 დამიანი ასობიტ კი დაშავებულია. ორი ძლიერი სტიქიის შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, მათ შორის გზებიც. ასევე 200 000 - ზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, რეგიონში მდებარე სენდაის ატომური ელექტროსადგური არ დაზიანებულა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან