13:31 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-15 17:29:41, 1171 ნახვა

მსოფლიო
პოროშენკო, ოლანდი და მერკელი რუსეთს სავჩენკოს გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ

პოროშენკო, ოლანდი და მერკელი რუსეთის ხელისუფლებას ნადია სავჩენკოს გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ, - ამის შესახებ რუსული მედია წერს.

ლიდერებმა უკრაინელი მფრინავის პატიმრობის საკითხი სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს და აღნიშნეს, რომ ნადეჟდა სავჩენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა, შიმშილობის გამო, მკვეთრად გაუარესდა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინელი პილოტი რუსი ჟურნალისტების მკვლელობის ბრალდებით გაასამართლეს და 22 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მან კი პროტესტის ნიშნად კვლავ შიმშილობა დაიწყო.

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინმა გუშინელი სატელევიზიო პრესკონფერენციის შემდეგ დაადასტურა, რომ უკრაინელი მფრინავის შესაძლო გადაცვლის საკითხი განხილვის პროცესშია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics