2016-04-06 16:22:39, 1125 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინმა ეროვნული გვარდიის აღდგენის განკარგულება გასცა
ვლადიმერ პუტინმა ეროვნული გვარდიის აღდგენის განკარგულება გასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ეროვნულ გვარდიას ძირითადად ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა დაევალება, მებრძოლებს კი გაუფრთხილებლად სროლისა და ფიზიკური ძალის გამოყენების უფლება მიენიჭებათ.
რუსი ექსპერტების შეფასებით, ეროვნული გვარდიის აღორძინებით პუტინი მოახლოვებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ფაქტობრივად, პირად არმიას აყალიბებს, რომელსაც მოქმედი რეჟიმისა და მისი პირადი დაცვა დაევალება.
ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინის ხელმოწერილი კანონპროექტი სახელმწიფო სათათბიროს განსახილველად უკვე გადაეგზავნა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან