2025-11-29 13:47:39, 3587 ნახვა
პოლიტიკა
ნიდერლანდების საგარეო აქციების წლისთავზე: ვაღიარებთ ქართველი ხალხის სიმტკიცეს
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში უწყვეტი პროტესტის წლისთავს ეხმაურება და აცხადებს, რომ "ქართველი ხალხი დაშინების, ძალადობისა და რეპრესიის მიუხედავად" თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდაჭერას აგრძელებს.
ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე წერს.
"უკვე ერთი წელია, რაც ქართველი ხალხი დაშინების, ძალადობისა და რეპრესიის მიუხედავად თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდაჭერით საკუთარ უფლებებს იყენებს. არც ერთ მთავრობას არ შეუძლია მათი თხოვნის უგულებელყოფა. როგორც ქართველი ხალხის დიდი ხნის მეგობრები, ნიდერლანდები აღიარებს მათ სიმტკიცესა და თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსადმი ერთგულებას". - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის რეჟიმმა გასული წლის 28 ნოემბერს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერა, რასაც ერთწლიანი უწყვეტი სახალხო პროტესტი მოჰყვა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,