2025-11-26 12:16:16, 877 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძის მოსმენაზე პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
ივანიშვილის წარმომადგენლის ირაკლი კობახიძის ინტერპელაციის წესით მოსმენისას პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს, რაც ნიშნავს, რომ შენობაში ვიზიტორებსა და ონლაინმედიას არ შეუშვებენ. შესაბამის ბრძანებას ხელს ივანიშვილი პარლამენტის თავმდჯომარე, შალვა პაპუაშვილი აწერს.
"დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის: კომიტეტების და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.
შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს სამი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე". - წერია განცხადებაში.
უწყების მტკიცებით, "აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა".
ავტორი: ექსპრესნიუსი,