2025-07-15 18:48:23, 2140 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიხალმა თანამდებობა დატოვა.
დენის შმიჰალმა უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა, - ამ ინფორმაციას თავად შმიჰალი Telegram-ზე ავრცელებს.
მან თავისი გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა უკრაინის უმაღლეს რადას.
„გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გადადგომა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან. მადლობა ჩვენს დამცველებს, რომლებიც ფრონტსა და უკრაინას იცავენ. მადლობა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ნდობისთვის“, - წერს შმიჰალი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრ იულია სვირიდენკოს შესთავაზა.
მოგვიანებით, უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ „დენის შმიჰალის კოლოსალური გამოცდილება თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ნამდვილად გამოადგება“.
ავტორი: ექსპრესნიუსი,