21:23 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-04 16:29:52, 3568 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთი უკრაინაში აკრძალულ ქიმიურ იარაღს ფართოდ იყენებს - Reuters

გერმანიისა და ნიდერლანდების სადაზვერვო სამსახურებმა შეაგროვეს მტკიცებულებები, რომ რუსეთი უკრაინაში აკრძალულ ქიმიურ იარაღს ფართოდ იყენებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

კერძოდ, რუსული ძალები დრონებიდან ახშობდნენ დამახრჩობელ ნივთიერებებს, რაც უკრაინელ ჯარისკაცებს აიძულებდა, დაეტოვებინათ სანგრები, სადაც შემდეგ ისინი მტრის ცეცხლის ქვეშ ხდებოდნენ.

„ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ რუსეთი ქიმიური იარაღის გამოყენებას აძლიერებს“, - განუცხადა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა რუბენ ბრეკელმანსმა „როიტერსს“. გერმანიის ფედერალურმა სადაზვერვო სამსახურმა დაადასტურა ჰოლანდიელი კოლეგების დასკვნები და განაცხადა, რომ მან ასევე მიიღო მტკიცებულებები რუსეთის მიერ აკრძალული ნივთიერებების გამოყენების შესახებ.

ბრეკელმანსის თქმით, სულ მცირე სამი უკრაინელი მოქალაქის გარდაცვალება ქიმიური იარაღის გამოყენებას უკავშირდებოდა. ბრძოლის ველზე დაჭრილმა 2500-ზე მეტმა ადამიანმა ექიმებს ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებული სიმპტომები შეატყობინა. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ რუსეთში აკრძალული ნივთიერებების გამოყენების დაახლოებით 9 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა.

რუსეთი იყენებს ქლოროპიკრინს, ქიმიურ საბრძოლო ნივთიერებას, რომელიც აკრძალულია ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მიერ. ქლოროპიკრინი კანის, თვალებისა და სასუნთქი გზების ძლიერ გამაღიზიანებელია და გადაყლაპვის შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუსა და კუჭის დამწვრობა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics