10:04 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-19 13:44:12, 872 ნახვა

მსოფლიო
WSJ - ტრამპმა ირანზე თავდასხმის გეგმა დაადასტურა, თუმცა ბრძანება არ გაუცია

ამერიკული გამოცემა, The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ 17 ივნისს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მრჩევლებს უთხრა, რომ ირანზე თავდასხმის გეგმა დაადასტურა, თუმცა ბრძანების გაცემისგან თავი შეიკავა, რათა თეირანისთვის ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმის დრო მიეცა.

WSJ-ს ანონიმური წყაროების თქმით, ტრამპი იმედოვნებს, რომ ირანის წინააღმდეგ დარტყმების საფრთხე თეირანს აიძულებს, მის მოთხოვნებს დასთანხმდნენ. თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა ანონიმურად თქვა, რომ განიხილება რამდენიმე შესაძლებლობა და ტრამპი თვალს ადევნებს, როგორ ატარებს ოპერაციას ისრაელი.

აშშ-ს პოტენციური სამიზნე ფორდოს ბირთვული დაწესებულებაა, სადაც ურანის გამდიდრება მიმდინარეობს. ლაბორატორიები და ინფრასტრუქტურა მიწისქვეშ, საკმაოდ ღრმადაა აშენებული და მის დანგრევას განსაკუთრებული სიმძლავრის ბომბები სჭირდება.

მცირე ხნის წინ, როცა ტრამპს ჰკითხეს, აპირებს თუ არა იერიში მიიტანოს ირანის ბირთვულ ობიექტებზე, მან უპასუხა: "შეიძლება კი, შეიძლება არა". მან კვლავ გაიმეორა, რომ ირანის მხრიდან საჭიროა უპირობო დანებება. "მომდევნო კვირა ძალიან დიდი იქნება, შეიძლება კვირაზე ნაკლებიც" - დაამატა ტრამპმა.

დანებების მოთხოვნების ფონზე, ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი აქამდე ამბობდა, რომ ამას არ აპირებენ. მისი თქმით, აშშ-ს სამხედრო ინტერვენცია "გამოუსწორებელ შედეგებს" მოიტანს.

ირანსა და ისრაელს შორის დარტყმების გაცვლის პარალელურად ახლო აღმოსავლეთში აშშ სამხედრო შესაძლებლობებს ზრდიდა. რეგიონში იმყოფება მათი სამი გამანადგურებელი ხომალდი და ორი ავიამზიდი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics