09:57 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-16 16:34:14, 760 ნახვა

სამართალი
ადვოკატი - ანტონ ჩეჩინზე პენიტენციურის თანამშრომლებმა ფიზიკურად იძალადეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული ანტონ ჩეჩინის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმეს დაურთო სახალხო დამცველის წარმომადგენლის შეფასება, სადაც წერია, რომ ჩეჩინზე პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა ფიზიკურად იძალადეს.

"სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ანტონ ჩეჩინი პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა და აღნიშნა, რომ 6 ივნისს პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მხრიდან, ჩეჩინის მიმართ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

ასევე, წარმოდგენილი ოქმით დასტურდება, რომ ანტონ ჩეჩინს ჩალურჯებების სახით ძალადობის კვალი აღენიშნებოდა, რის გამოც ის ძლიერ ფიზიკურ ტკივილს განიცდიდა". - თქვა ჩეჩინის ადვოკატმა, გიორგი ჩხეიძემ სასამართლო სხდომაზე.

დღევანდელ სხდომაზე ჩეჩინის ადვოკატმა აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლაც მოითხოვა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. 

ადვოკატის თქმით, მოსამართლემ ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ ასეთ ქმედებებს პერიოდული ხასიათი არ აქვს და ის, შესაძლოა, ერთჯერადი ყოფილიყო. 

ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს სახლთან დააკავეს. მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ედავებიან, რაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ჩეჩინი ბრალს არ აღიარებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics