22:58 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-30 11:29:02, 1342 ნახვა

რეგიონი
ლამისყანაში ქართული ჭიდაობის ტრადიციული ტურნირი მეშვიდედ გაიმართა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში გოგლა რამაზაშვილის სახელობის ქართული ჭიდაობის ტრადიციული ტურნირი მეშვიდედ გაიმართა.

ჭიდაობა ყოველი წლის 28 აგვისტოს, საეკლესიო-სახალხო დღესასწაულ "ივლიტობა"-ს ტარდება გოგლას შვილიშვილის გიორგი რამაზაშვილის ინიციატივით და მისი მეგობრების, ადგილობრივი ბიზნესმენების და ემიგრაციაში მყოფი ლამისყანელების თანადგომით.

კასპიდან ტურნირის აბსოლუტური ფალავნობის გამარჯვებული გიორგი კაციაშვილი (სოფელი ქვემო გომი) გახდა, რომელიც ფულადი პრიზითა და ტრადიციული ყოჩით დაჯილდოვდა.
პატარებში კი II-საპრიზო ადგილი ლამისყანელმა გურამ გურჩიანმა მოიპოვა.

ტურნირის ყველა გამარჯვებულს თასები და პრიზები გადაეცათ.

ტურნირს ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები.

ლამისყანელებისთვის ქართული ჭიდაობა განსაკუთრებული სახეობაა, რასაც საფუძველი ლეგენდარულმა გოგლა რამაზაშვილმა ჩაუყარა.

"გასულ წელს სოფელს ახალი თანამედროვე საჭიდაო არენა ავუშენეთ, რომელსაც გოგლას სახელი მიენიჭა. აღნიშნული ტურნირიც ახალ, გოგლას სახელობის საჭიდაოზე გაიმართა", - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics