08:51 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-10 15:12:16, 1329 ნახვა

რეგიონი
რიჟვაძე - მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობის ყველა პროგრამა მივიდეს თითოეულ მეწარმემდე, ფერმერამდე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ სოფლის მეურნეობის სამინისტროში სამუშაო თათბირი გამართა.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ზაზა შავაძემ მთავრობის მეთაურს მიაწოდა ინფორმაცია 2023 წელს სამინისტროს მიერ განსახორციელებელი გეგმების და პრიორიტეტების შესახებ.

"2023 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტმა აჭარაში თითქმის 30 მილიონი ლარი შეადგინა, რაც საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო მეტად დავუჭიროთ მხარი თითოეულ ადამიანს, რომელიც რეგიონს და მთლიანად ეკონომიკას აძლიერებს. 

განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მიზნობრივი პროგრამა, რომელიც ხორციელდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან, მივიდეს თითოეულ მეწარმემდე და ფერმერამდე და ყველგან იყოს მაქსიმალურად ეფექტურად განხორციელებული", - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

2023 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 8,6 მლნ ლარით გაიზარდა და 29,5 მლნ ლარს შეადგენს.

აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, სამინისტრო 2023 წელს განახორციელებს სოფლად მეწარმეობის განვითარების და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამებს, რომლის ფარგლებშიც 400-მდე ფერმერი დაფინანსდება.

2023 წელს გაგრძელდა  სახნავ-სათესი ფართობების უფასოდ დამუშავება, ასევე, განხორციელდება მეციტრუსეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა.

2023 წელს 20 სტუდენტი, კურსდამთავრებული ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლის სამინისტროში.

გაგრძელდა  აგრარული ექსტენციის მიწოდება ყველა მუნიციპალიტეტში. განახლდა მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობისა და აგრომომსახურების განვითარების პროგრამები.

სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა წარმოადგენს. აჭარის მთავრობა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან, გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკთან თანამშრომლობით, ტყის მდგრადი მართვის პროექტს ახორციელებს. ასევე, მიმდინარეობს სატყეო ინფრასტრუქტურის მოწყობა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics