10:25 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-23 11:12:28, 1567 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე დამატებითი ვაქცინაციის კაბინეტები შეიქმნა

საქართველოს თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტისა და სამხედრო ჰოსპიტალის ზედამხედველობით, COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციისთვის თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე დამატებითი ლოკაციები შეიქმნა.  – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დღეს მხარდამჭერი ცენტრი "კრწანისის" ლაზარეთის შენობაში წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები აიცრნენ. ვაქცინაციისთვის დამატებითი ლოკაციების შექმნა საყოველთაო ვაქცინაციიდან გამომდინარე და მოთხოვნების შესაბამისად გადაწყდა, რაც საგრძნობლად ამარტივებს იმუნიზაციის პროცესს.

,,სურვილის შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტრო შესაბამის ლოკაციებზე თანამშრომელთა ოჯახის წევრების ვაქცინაციასაც უზრუნველყოფს. თავდაცვის ძალებში გახსნილი დამატებითი ვაქცინაციის კაბინეტები მთელი საქართველოს მასშტაბით ემსახურება სამხედრო მოსამსახურეებს. ასევე, ვაქცინაციის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გორსა და ქუთაისში მდებარე თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალსა და სამედიცინო ცენტრში.’’ - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics