11:35 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-25 22:24:57, 5623 ნახვა

კულტურა
რეზო გიგინეიშვილის ფილმის „მძევლები“ მსოფლიო პრემიერა ბერლინის კინოფესტივალზე გაიმართება

რეზო გიგინეიშვილის ფილმის „მძევლები“ მსოფლიო პრემიერა ბერლინის კინოფესტივალზე გაიმართება. ქართველი რეჟისორის ფილმის მსოფლიო პრემიერა ბერლინალეზე სექციაში "Panorama Special" შედგება.

„მძევლები" ქართულ-რუსულ-პოლონური კოპროდუქციაა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფილმი ქართული და პოლონური კინოცენტრების ერთობლივი დაფინანსებით შეიქმნა. აღსანიშნავია ისიც, რომ „მძევლების" კო-პროდიუსერი ოსკაროსანი ფილმის „იდა" მთავარი პროდიუსერი ევა პუშინსკაა.

ფილმის სცენარი ეფუძნება 1983 წელს რეალურად მომხდარ ამბავს, რომელიც საბჭოთა კავშირიდან ახალგაზრდების ჯგუფის მიერ თვითმფრინავის გატაცებასადა მის შედეგებს აღწერს. ეს არის ამბავი ინფანტილურ და თავდაჯერებულ ახალგაზრდებზე, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლაზე ოცნებობდნენ და მათ მშობლებზე, რომელთაც არაფერი იცოდნენ და ერთ დღეში საბედისწეროდ შეეცვალათ ცხოვრება.

ფილმში მთავარ როლებს თინა დალაქიშვილი, ირაკლი კვირიკაძე, გიგა დათიაშვილი, გიორგი გრძელიძე, გიორგი ტაბიძე, გიორგი ხურცილავა, ვახტანგ ჩაჩანიძე,ეკატერინე კალატოზიშვილი,  დარეჯან ხარშილაძე,  მერაბ ნინიძე, ავთანდილ მახარაძე და მიშა გომიაშვილი ასრულებენ.

ბერლინის პრესტიჟულ კინოფესტივალზე წელს საქართველო მასშტაბურად იქნება წარმოდგენილი. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კინოფესტივალზე ერთდროულად 4 ქართული ფილმი მოხვდა. „მძევლების" გარდა ბერლინალეზე ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმს „ჩემი ბედნიერ ოჯახი", რატი ონელის დოკუმენტურ ფილმს „მზის ქალაქი" და ნათია ნიკოლაშვილის ანიმაციურ ფილმს „ლილე" აჩვენებენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics