11:47 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-04 16:40:18, 1221 ნახვა

სამართალი
პენიტენციურ დაწესებულებაში კრიზისული ვითარების მართვის წესები რეგულირდება

პენიტენციურ დაწესებულებაში კრიზისული ვითარების მართვის წესები რეგულირდება. 
„პატიმრობის კოდექსის“ შესახებ კანონპროექტით, ასეთ ვითარებაში შეიძლება შეფასდეს მდგომარეობა, როდესაც ადგილი აქვს პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების ან/და სამართლებრივი რეჟიმის ისეთ დარღვევას, რომელიც აშკარა საფრთხეს უქმნის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას და რომლის აღმოფხვრაც  დაწესებულების ძალებით ან კანონით გათვალისწინებული ღონისძიებებით შეუძლებელია.  
პროექტის მიხედვითვე, კრიზისული მდგომარეობის შეფასებას დაწესებულების დირექტორი მოახდენს. ის ინფორმაციას დეპარტამენტის დირექტორს მიაწვდის, რის შემდეგ უკვე მინისტრის ინფორმირება მოხდება.  კრიზისული ვითარების მართვის მიზნით კი, მინისტრის თანხმობით, დეპარტამენტის ხელმძღვანელი სპეციალურ ინტერვეციების რაზმების ჩართვის გადაწყვეტილებას მიიღებს.
 კანონპროექტით სამინისტრო ვალდებული იქნება კრიზისული ვითარების მართვისას საზოგადოებას სათანადო ინფორმაცია მიაწოდოს, თუმცა უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით. 
აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტშია უკვე ინიცირებული და მისი განხილვა მიმდინარე წლის 18 თებერვალს მოხდება.
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics