19:09 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-14 13:35:20, 7531 ნახვა

კულტურა
BBC: მსოფლიოში უძველესი ღვინო საქართველოშია აღმოჩენილი

საქართველოში, გვიანი ნეოლითური ხანის ორ ნასოფლარში, არქეოლოგებმა თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები აღმოაჩინეს, რომლებიც ღვინის ნაკვალევს შეიცავენ. ჭურჭელი დაახლოებით 8 ათასი წლის წინანდელია, - ამის შესახებ ვრცელ სტატიას BBC აქვეყნებს.

მედია საშუალების ინფომრაციით, თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები შულავერის გორასა და გადაჭრილ გორაში, თბილისიდან 30-50 კილომეტრში იპოვეს. ზოგიერთ ფრაგმენტზე მოცეკვავე ფიგურები და ვაზის მტევნებია გამოსახული.

ამასთან, BBC-ი წერს, რომ აქამდე, უძველესი ნიმუშები (7000 წელი)  ჩრდილო-დასავლეთ ირანში იყო ნაპოვნი.

აღნიშნული კვლევა, ჟურნალმა Proceedings of the National Academy of Sciences (PNAS) გამოსცა. 

"ჩვენ გვწამს, რომ ეს ველური ევრაზიული ვაზის ხელოვნური დამუშავების უძველესი ნიმუშია. ღვინო დასავლური ცივილიზაციის ქვაკუთხედის ნაწილია. მედიცინა, სოციალური დატვირთვა, ჰალუცინოგენი და ძვირადღირებული სითხე - ღვინო ანტიკური კულტურის ეკონომიკურ, რელიგიურ, კულინარიულ და ფარმაცევტულ ასპექტებში უდიდეს როლს თამაშობდა", - აცხადებს ტორონტოს უნივერსიტეტის მკვლევარი, სტივენ ბატიუკი.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ვაზის კულტურა სწორედ საქართველოდან შეიძლება იღებდეს სათავეს.

ღვინის ქიმიური კვალი სულ 8 ნიმუშში იქნა აღმოჩენილი, მათ შორის ყველაზე ძველი ძვ. წ. 5 980 წლით თარიღდება.

მანამდე ღვინის ყველაზე ძველ სამშობლოდ ჯერ სომხეთი შემდეგ კი ჩინეთი ითვლებოდა. 2011 წელს სომხეთში აღმოაჩინეს ჭურჭელი, რომელშიც 6 ათასი წლის წინ ღვინო ინახებოდა. შედეგი, ირანმა და ჩინეთმა გააუმჯობესეს. 2004 წლის აღმოჩენის მიხედვით, ჩინეთში 7000 წლის წინ, ყურძნის, თაფლის, ბრინჯის და ასკილის კოქტეილებს აკეთებდნენ. თუმცა, დღეს მეცნიერები თანხმდებიან, რომ ღვინის სამშობლო საქართველოა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics