18:05 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-08 17:07:51, 2429 ნახვა

საზოგადოება Lifestyle
ავთანდილ ხურციძე: ნიუ-იორკში ჩასვლისთანავე მოხდა ძალიან სერიოზული გაუგებრობა

მოკრივე ავთანდილ ხურციძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სპორტსმენი ამერიკის შეერთებულ შტატებში გუშნ გაემგზავრა, თუმცა ჩასვლისთანავე გაუგებრობა მოხდა.

"მეგობრებო, როგორც იცით, გუშინ გავემგზავრე ამერიკაში, რათა დამეწყო მომზადება 8 ივლისის ბრძოლისთვის. ნიუ-იორკში ჩასვლისთანავე მოხდა ძალიან სერიოზული გაუგებრობა. იმედი მაქვს უახლოვეს საათებში ყველაფერი გაირკვევა და ისევ მომეცემა საშუალება გავნაგრძო მომზადება სანდერსთან ბრძოლისათვის. მადლობა, რომ ყოველ წამს ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას!", - ნათქვამია განცხადებაში. 

ცნობისთვის, ნიუ-იორკში დაკავებულ ქართველებს შორის, რომლებიც  აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, რუსულ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან, შესაძლოა ცნობილი სპორტსმენებიც იყვნენ.

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ დაკავებულთა სია გამოაქვეყნა. სიის თანახმად, დაკავებულებს შორის არიან ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი, თუმცა ამ დროისთვის დადასტურებული არ არის, საუბარია თუ არა ქართველ სპორტსმენებზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics