16:58 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-11 17:37:32, 939 ნახვა

სამხედრო
მაიორი ჯოელ ფოსტერი ქართველი სამხედრო ფსიქოლოგებისთვის ორკვირიან სწავლებას ატარებს

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ფსიქოლოგიური  შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტს  ამერიკელი ფსიქოლოგი ეწვია. მაიორი ჯოელ ფოსტერი ქართველი სამხედრო ფსიქოლოგებისთვის ორკვირიან სწავლებას ატარებს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო კურსი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ამერიკელი ფსიქოლოგი ქართველ კოლეგებს თავის ტვინის მსუბუქი ტრავმული დაზიანების, პოსტტრავმული სტრესის, საბრძოლო და ოპერაციული სტრესის, პირველადი ფსიქოლოგიური დახმარების, ფსიქოლოგიური შერჩევისა და უახლესი ფსიქოთერაპიული მეთოდის, გახანგრძლივებული ექსპოზიციით თერაპიის შესახებ  ესაუბრა.

ტრენინგი მრავალეროვნული თანამშრომლობის ფარგლებში იმართება. მაიორი ჯოელ ფოსტერი საქართველოში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს მოწვევით ჩამოვიდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
აშშ და ირანი მოლაპარაკებების განახლებასა და გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კოდაში, ურთიერთშელაპარაკებისას, შსს-ს თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics