18:22 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-04 14:50:04, 925 ნახვა

სამხედრო
ავღანეთში ქართულმა კონტიგენტმა ჰუმანიტარული ოპერაცია ჩაატარა

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულმა ქართულმა კონტიგენტმა სამოქმედო  რაიონში ჰუმანიტარული ოპერაცია ჩაატარა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მეხუთე ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამხედროებმა სოფელ მუსა ბალას მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცეს. 51-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი კობა გრიგოლია ოპერაციაში პირადად იყო ჩართული. ღონისძიების ბოლოს, ქართული ბატალიონის მეთაური ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე ესაუბრა.

ჰუმანიტარული ოპერაცია ავღანეთის უსაფრთხოების ძალებთან და  ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად დაიგეგმა და განხორციელდა. მსგავსი სახის ოპერაციები ხელს უწყობს ადგილობრივ მოსახლეობასა და კოალიციურ ძალებს შორის დადებითი  ურთიერთობების ჩამოყალიბებას. 

საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონი, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებს. მათი მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics