23:36 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-10 13:24:01, 2601 ნახვა

პოლიტიკა
თურქეთის თავდაცვის უწყება: სამხრეთ-აღმოსავლეთში Patriot-ის სისტემას განვალაგებთ

თურქეთმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მალათიის პროვინციაში „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა განათავსა. ამის შესახებ თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

სამინისტროს ინფორმაციით, სისტემა ოპერატიული მზადყოფნისთვის მზადდება და მისი განთავსება კოორდინირებულია ნატოსთან. უწყებაში განმარტავენ, რომ ნაბიჯი რეგიონში დაძაბულობის ფონზე ქვეყნის საჰაერო სივრცის დაცვის გაძლიერებას ემსახურება.

განცხადების მიხედვით, თურქეთის შეიარაღებული ძალები „სრულად არიან მზად ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.

სამინისტროს თქმით, რეგიონში ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, მიმდინარეობს აუცილებელი ზომების მიღება საზღვრებისა და საჰაერო სივრცის დასაცავად და ამ საკითხზე კონსულტაციები ტარდება ნატოსთან და პარტნიორ ქვეყნებთან.

უწყების განმარტებით, ეროვნული უსაფრთხოების ზომებთან ერთად ნატომაც გააძლიერა რეგიონში საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის შესაძლებლობები. სწორედ ამ ჩარჩოში მალათიაში განთავსებულია „პატრიოტის“ სისტემა, რომელიც ქვეყნის საჰაერო სივრცის დაცვის მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

სამინისტროში აცხადებენ, რომ თურქეთი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე ნატოსთან კოორდინაციას მომავალშიც გააგრძელებს და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე იმუშავებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics