09:20 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-24 11:40:32, 564 ნახვა

პოლიტიკა
ჰეჩინსკი - მივიღეთ გარანტიები, რომ ყულევი სანქციების გვერდის ასავლელად არ იქნება გამოყენებული

ინფოირმაციას, რომ საქართველომ ევროკავშირს ყულევის პორტთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა, მედიასთან ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინკსი ადასტურებს. 

„შემიძლია დავადასტურო, რომ სანქციების მე-20 პაკეტზე განხილვები გრძელდება. ამ ეტაპზე ერთსულოვნება არ არსებობს. ასევე, შემიძლია დავადასტურო, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან მივიღეთ ძალიან დეტალური ინფორმაცია გარკვეულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს შეშფოთებას იწვევს. ასევე მივიღეთ გარანტიები, რომ ეს ინფრასტრუქტურა სანქციების გვერდის ასავლელად არ იქნება გამოყენებული. იქნება თუ არა მოწოდებული ინფორმაცია და გარანტიები საკმარისი წევრი სახელმწიფოებისთვის, რათა ეს კონკრეტული ინფრასტრუქტურა არ დაექვემდებაროს სანქციებს, ამ ეტაპზე ამის თქმა არ შემიძლია. ჩვენ ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების შესრულებას“, -განაცხადა პაველ ჰერჩინკიმ.

"ევროკომისიას მივაწოდეთ სრული ინფორმაცია ყულევთან დაკავშირებით - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, ევროკომისიის სანქციების მე-20 პაკეტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისივე მტკიცებით, სანქციების რეჟიმის დარღვევასთან დაკავშირებით არავიტარი ფაქტი არ არსებობს და ამ პაკეტში საქართველო არ მოხვდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics