10:49 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-16 04:29:10, 2848 ნახვა

კომენტარი
ტრამპი - თუ პუტინთან სამიტი ჩაიშალა, მომავალი შეხვედრები არასდროს შედგება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ალიასკაში რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების პარალელურად გასულ ინტერვიუში არაერთი განცხადება გააკეთა.

„მინდა ცეცხლის შეწყვეტა. არ ვიქნები აღფრთოვანებული, თუ ეს არ მოხდება, მაგრამ ყველა ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება, ეს მეორე შეხვედრაზე მოხდება. თუ ყველაფერი კარგად წავა, კიდევ ერთი შეხვედრა გვექნება, რაც ძალიან მალე მოხდება. ან საერთოდ აღარ გვექნება შეხვედრები, შესაძლოა არასდროს“, - განუცხადა მან Fox News-ს.

პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ „დროის დაკარგვას არ აპირებს“ და უკრაინასთან დაკავშირებით პროგრესს ამ კვირაში ელის.

„მე ისტორიას ან მსგავს რამეს არ ვუყურებ, მე თავად შეთანხმებას ვუყურებ. თუ შეთანხმებას მივაღწევთ, შესანიშნავია. თუ დავინახავ, რომ ამის შანსი არ არის, უბრალოდ წავალ... ეს ჩემი ომი არ არის, ეს ბაიდენის ომია. მან ყველაფერი ააფუჭა...“ - თქვა ტრამპმა.

ამერიკელი ლიდერის თქმით, შემდეგ შეხვედრაში (თუ მოლაპარაკებები წარმატებული იქნება) მონაწილეობას მიიღებენ ზელენსკი, პუტინი და თავად ის.

ის ამტკიცებს, რომ მეორადი სანქციების შემოღებას დამანგრეველი გავლენა ექნება რუსეთის ეკონომიკაზე, მაგრამ „შესაძლოა, ეს არ იყოს საჭირო“. ტრამპი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვების გარეშე, უკრაინაში კონფლიქტი შეიძლებოდა უკვე მესამე მსოფლიო ომში გადაზრდილიყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics