17:34 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-20 16:25:18, 659 ნახვა

რეგიონი
ბათუმს დამატებით 25 ერთეული, EURO-6-ის ტიპის 12-მეტრიანი ავტობუსი შეემატა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ქალაქ ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად, ახალი ავტობუსები წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

აჭარის მთავრობის ცნობით, EURO-6-ის ტიპის ავტობუსებზე 70 მძღოლი დასაქმდება. ავტობუსით 100 მგზავრის გადაყვანაა შესაძლებელი და სრულად არის ადაპტირებული შშმ პირთათვის. ამ ეტაპზე შემოსულია 10 ერთეული ავტობუსი, ხოლო 15 ერთეული EURO-6-ის ტიპის ავტობუსით ავტოპარკის განახლება თვის ბოლომდე, ეტაპობრივად განხორციელდება.

"2018 წლიდან დღემდე ბათუმის ავტოპარკი 149 ერთეული თანამედროვე სტანდარტის ავტობუსით განახლდა, მათ შორის 8 ელექტროავტობუსია. აგვისტოში ბათუმის ავტოპარკს 100 ერთეული მიკროავტობუსი შეემატა, რომელიც ბათუმისა და ხელვაჩაურის მოსახლეობას ემსახურება.

გაზრდილი მგზავრთა ნაკადიდან გამომდინარე, ახალი ავტობუსები სარფისა და ხელვაჩაურის მიმართულებებით მოძრავ ავტობუსებს ჩაანაცვლებს, ხოლო ამ მიმართულებებზე მოძრავი ავტობუსები საჭიროებისამებრ სხვადასხვა მარშრუტებზე გადანაწილდება. ასევე, დამატებით შეიქმნება ახალი მარშრუტი, რომელიც თამარის დასახლებას მოემსახურება", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics