23:46 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-19 13:19:24, 1776 ნახვა

სერგი კაპანაძე Survation-ის კვლევაზე - მეთოდოლოგიურად ხარვეზიანია და რეალობას აცდენილი

მეთოდოლოგიურად ხარვეზიანია და რეალობას აცდენილი , - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, Survation-ის კვლევას, რომელიც „რუსთავი 2“-ის დაკვეთითაა მომზადებული.

მისი თქმით, ეს კვლევაში არ ჩანს გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა, ამრიგად ასეთი კვლევა სერიოზულად არის აცდენილი რეალობას.

„Survation-ის კვლევას, რომელსაც რუსთავი 2 ატარებს და შემდეგ მასიურად ავრცელებს ხოლმე, აქვს ერთი ძალიან დიდი მეთოდოლოგიური ხარვეზი, რომელზეც ჩვენ ბევრჯერ მივუთითეთ. მასში არ ჩანს  იმ რესპოდენტების რაოდენობა, რომელთაც არ დააფიქსირეს აზრი და რომელთაც არ დააფიქსირეს პასუხი რომელ პარტიას უჭერენ მხარს და ასეთების რაოდენობა, როგორც წესი არის ხოლმე 30-40%.

ამიტომ, ამ 30-40%-ს თუ მოაშორებ, ნებისმიერი შედეგი, რომელიც შემდეგ დგება, არის უბრალოდ არაზუსტი. აქედან გამომდინარე, „რუსთავის 2“-ის კვლევები არის სერიოზულად ხარვეზიანი კვლევები, რომელიც მძიმედ არის აცდენილი რეალობას.

ძალიან სამწუხაროა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ მივუთითეთ, რომ სრულყოფილად გამოექვეყნებინათ მონაცემები, ამას არ აკეთებენ“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics