19:03 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-05 14:40:50, 11749 ნახვა

Lifestyle
Victoria’s Secret-ს ბრენდის ისტორიაში პირველი ტრანსგენდერი მოდელი ეყოლება

22 წლის ვალენტინა სამპაიო Victoria's Secret-ის ბრენდის ისტორიაში პირველი ტრანსგენდერი მოდელი იქნება.
Victoria’s Secret-ის მარკეტინგის დირექტორმა ედ რაზეკმა 2018 წელს ჯურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ისინი (ბრენდი) გარკვეულ აუდიტორიაზე მუშაობენ და მათ მობეზრდათ მუდმივი კრიტიკა იმის შესახებ, რომ მათი თეთრეული უნივერსალური არ არის-"ჩვენ ვმუშაობთ გარკვეულ აუდიტორიაზე. რა არის თქვენი კრიტიკის მიზეზი? ჩვენ ვერ ვიმუშავებთ ყველასთვის"-უთხრა რეზაკმა ჟურნალისტს, რომელმაც დაუსვა კითხვა ე.წ "+ size" და ტრანსგენდერ ადამიანებზე გათვლილ თეთრეულის ხაზთან დაკავშირებით. ამის შემდეგ Victoria’s Secret-მა ბოდიში საზოგადოდ მოიხადა, მაგრამ ხალხმა მათ არ მოუსმინა და ბრენდის წინააღმდეგ საკმაოდ მასშტაბური კამპანია დაიწყო, რომელიც როგორც წესი მათ მიერ გამოშვებული თეთრეულის საზოგადოდ განადგურებას ითვალისწინებდა. 


როცა პირველი ვნებათაღელვა ჩაცხრა და Victoria's Secret-მა ახალი მოდელების სია გამოაქვეყნა აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი მათგანი , ვალენტინა სამპაიო ტრანსგენდერი ქალია. 
ვალენტინა ბრაზილიელია, მას წარმატებული სამოდელო კარიერა აქვს, ის აგრეთვე პირველი მოდელი ქალი ტრანსგენდერია, რომელიც Vogue-ის ყდისთვის გადაიღეს.
ვალენტინას თქმით სამოდელო კარიერის მანძილზე დისკრიმინაციას არც ის გადაურჩა-"არაერთხელ გამიგია ფრაზა-"ამ კლიენტს ტრანსგენდერი არ სურს", ყოველი ასეთი შემთხვევის მერე მე უფრო ძლიერი ვხდებოდი და ჩემს პატარა ბრძოლას განვაგრძობდი"-ამბობს მოდელი Elle-თან ინტერვიუში.

 





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics