16:47 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-01 14:52:37, 978 ნახვა

მსოფლიო
საბერძნეთი მზადაა, საერთაშორისო კრედიტორების გარკვეული წინადადებები მიიღოს

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ალექსის ციპრასის განცხადებით, ქვეყანა მზადაა საერთაშორისო კრედიტორების გარკვეული წინადადებები მიიღოს.

Financial Times-ის ინფორმაციით, ციპრასი მზადაა კრედიტორების პირობები იმ შემთხვევაში მიიღოს, თუ საბერძნეთის კუნძულებისთვის დღგ-ს შემცირებული გადასახადი შენარჩუნდება და საპენსიო ასაკის გაზრდის ვადა გადაიწევა.

გუშინ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ საბერძნეთმა დადგენილ ვადაში 1,6 მილიარდი ევროს ოდენობის ვალი არ გადაიხადა.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები დღესაც მიმდინარეობს. საბერძნეთმა ევროპელ კრედიტორებს ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის ახალი გეგმა შესთავაზა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics