15:59 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-25 12:58:35, 752 ნახვა

ეკონომიკა
უმსხვილესი ტრანსნაციონალური კომპანიები ანაკლიის პორტის პროექტით დაინტერესდნენ

ანაკლიის პორტის პროექტით უმსხვილესი ტრანსნაციონალური კომპანიები დაინტერესდნენ. ეს დაინტერესება  „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენელთა ჩინეთში ვიზიტს მოჰყვა.

„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, კომპანიების - COSCO Pacific-ის, TEDA-სა და ჩინეთის განვითარების ბანკის ხელმძღვანელებს შეხვდა.  

 COSCO Pacific მსოფლიოში სიდიდით მეოთხე პორტ-ოპერატორია მსოფლიოში, რომელსაც გლობალური ბაზრის 9% უჭირავს. TEDA -  ეს არის უმსხვილესი თავისუფალი სავაჭრო-ტექნოლოგიური და ინდუსტრიული ზონა, რომელიც ჩინეთის ეკონომიკის ერთ-ერთი მამოძრავებელი პროექტია. რაც შეეხება ჩინეთის განვითარების ბანკს, ეს არის მულტიმილიარდიანი სახელმწიფო ბანკი.

 კომპანიები მზად არიან განიხილონ ანაკლიის პროექტში პარტნიორობის საკითხები. უახლოეს მომავალში მათი წარმომადგენლები საქართველოშიც ჩამოვლენ და ადგილზე შეისწავლიან პორტის განვითარების შესაძლებლობებს. 

 „ძალიან წარმატებული ვიზიტი იყო. ამ კომპანიებს არა მხოლოდ შეუძლიათ საკუთარი გამოცდილების საქართველოში ჩამოტანა, არამედ მზად არიან, განიხილონ ინვესტიციის ჩადების საკითხი და ასევე მოიზიდონ მომავალში ჩინური საწარმოები, რომლებიც შესაძლოა განთავსდნენ ანაკლიის თავისუფალ ინდუსტრიულ და სავაჭრო ზონაში. რაც შეეხება ჩინეთის განვითარების ბანკს, სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკიდან გამომდინარე, ის პირდაპირ არის დაინტერესებული აბრეშუმის გზის განვითარებით. შეთანხმება იმის შესახებ, რომ ჩინეთის განვითარების ბანკი დაიწყებს პროექტის დაფინანსების განხილვას უკვე დიდი წარმატებაა ჩვენთვის“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

 „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“, რომელიც აერთიანებს „თიბისი ჰოლდინგსა“ და „კონტი ჯგუფს“ ანაკლის პორტის განვითარების პროექტზე გამოცხადებული ტენდერის ბოლო ეტაპზე მონაწილეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics