13:20 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-19 12:52:54, 685 ნახვა

პოლიტიკა
დავით ნარმანია: მამა ილია კარტოზიამ მთელ მსოფლიოს გმირობის მაგალითი აჩვენა


თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ადრიატიკის ზღვაში, ბორან „ნორმან ატლანტიკის“ კატასტროფის შედეგად  გარდაცვლილი მამა ილია კარტოზიას ხსოვნას პატივი მიაგო .
როგორც ნარმანიამ სამების საკათედრო ტაძარში ჟურნალისტებს განუცხადა, მამა ილია კარტოზიამ საკუთარი სიცოცხლის ფასად ბევრი ადამიანის სიცოცხლე იხსნა და მთელ მსოფლიოს გმირობის მაგალითი აჩვენა.
„მოვედი აქ იმისათვის, რომ პატივი მიმეგო მამა ილია კარტოზიასთვის და მისი სახელისთვის. მან უდიდესი გმირობა ჩაიდინა, საკუთარი სიცოცხლის ფასად, ლოცვით და კურთხევით,  იხსნა რა ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე, მან მთელ მსოფლიოს გმირობის მაგალითი აჩვენა და ამისთვის საკუთარი თავი გაწირა“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
ამასთან, თბილისის მერმა სრულიად საქართველოს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
„ძალიან დიდებული დღეა ნათლისღების რწყინვალე დღესასწაული, მოვედი იმისათვის, რომ სრულიად საქართველოს მივულოცო, ავანთო სანთლები იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ერთიან და ფარავდეს უფალი“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics