2015-05-13 13:32:45, 385 ნახვა
საზოგადოება
თამარ კორძაია ფრაქცია „რესპუბლიკელებში“ გადადის
თამარ კორძაიამ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება“ დატოვა და „რესპუბლიკელებში" გადადის.
ამის შესახებ კორძაიამ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ამის შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო.
„ვფიქრობ, ჩემი „ქართული ოცნებიდან“ წამოსვლის მიზეზი ძალიან მარტივია. ორწლიანი ურთიერთობის შედეგად, რაც ჩემი მოსაზრებით საკმაოდ ნაყოფიერი იყო, ვფიქრობ, სამომავლოდ საქმიანობა იმ ფრაქციას დავუკავშირო, რომელიც ჩემთან უფრო ახლოს არის, ვიდრე ის ფრაქცია, რომელშიც ვიყავი. თუმცა, საერთო ძალიან ბევრი გვაქვს, რადგან „რესპუბლიკელები“ და „ქართული ოცნება“, ორივე არიან საპარლამენტო უმრავლესობაში და ჩვენი ძირითადი დამოკიდებულებები უცვლელი რჩება“, – განაცხადა კორძაიამ.
თამარ კორძაიამ „რესპუბლიკელებში" გაწევრიანების თხოვნით პარლამენტში განცხადება უკვე შეიტანა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან